ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს კალიფორნიაში სტიქიის ზონას ეწვევა და დაზარალებულებს მოინახულებს. ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ლინდსი უოთერსი ავრცელებს.
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-ს შეადგენს. სტიქიის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქ პარადაიზში მაშველებმა რვა ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ სამი ცხედარი ნაპოვნია მალიბუში.
ოფიციალური მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა 130 ადამიანი.