დონალდ ტრამპი შაბათს კალიფორნიაში სტიქიის ზონას ეწვევა

01:00, 16.11.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს კალიფორნიაში სტიქიის ზონას ეწვევა და დაზარალებულებს მოინახულებს. ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ლინდსი უოთერსი ავრცელებს.

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-ს შეადგენს. სტიქიის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქ პარადაიზში მაშველებმა რვა ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ სამი ცხედარი ნაპოვნია მალიბუში.

ოფიციალური მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა 130 ადამიანი.

მსგავსი