დონალდ ტრამპი სექტემბერში ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს
დონალდ ტრამპი სექტემბერში ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექტემბერში ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.

სხდომა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას ჩატარდება.

სექტემბრიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობის შესახებ, გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, თუმცა სხდომის თემა არ დაუკონკრეტებია.