დონალდ ტრამპი - საზღვრების ჩაკეტვით ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ
დონალდ ტრამპი - საზღვრების ჩაკეტვით ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთთან და ევროპასთან საზღვრების ჩაკეტვით მისმა ხელისუფლებამ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ მან საშინელი შეცდომა ჩაიდინა, როდესაც საზღვრები ჩაკეტა.

„ჩვენ ათობით ათასი სიცოცხლე, სინამდვილეში მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ საზღვრების ჩაკეტვით, ჩვენ პოტენციურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. ახლა 135 ათასი გარდაცვლილი გვყავს, რაც საშინელებაა, ზედმეტად ბევრია. თუმცა, გვეყოლებოდა მილიონობით გარდაცვლილი ამ წყევლის შედეგად, რომელიც თავს დაგვატყდა. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ახლა ჩვენ ჩავაქრობთ ხანძარს, როგორც კი გაჩნდება. უნდა გავხსნათ სკოლები, ყველაფერი უნდა გავხსნათ. ბევრ ადამიანს ამის გაკეთება პოლიტიკური მიზნების გამო არ სურს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.