დონალდ ტრამპი - საშინელი ვიდეო ვნახე უკრაინელ ლტოლვილზე, რომელსაც ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი დაესხა თავს, ამ ქალის სისხლი იმ დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე
დონალდ ტრამპი - საშინელი ვიდეო ვნახე უკრაინელ ლტოლვილზე, რომელსაც ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი დაესხა თავს, ამ ქალის სისხლი იმ დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე

ჩრდილოეთ კაროლინას და ყველა შტატს სჭირდება კანონი, წესრიგი, მხოლოდ რესპუბლიკელები უზრუნველყოფენ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნახა ვიდეო ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის შესახებ, რომელსაც მეტროში თავს დაესხნენ.

„მე საშინელი ვიდეო ვნახე ლამაზი, ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის შესახებ, რომელიც ამერიკაში უკრაინაში სასტიკი ომისგან თავის დასაღწევად ჩამოვიდა და უბრალოდ მგზავრობდა მეტროთი, შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მას ჩასაფრებული ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი დაესხა თავს. დამნაშავე იყო ცნობილი კრიმინალი, რომელიც იანვარში, ჯამში, 14-ჯერ იყო დაპატიმრებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული. რა ჯანდაბას აკეთებდა ის მატარებელში და ქუჩებში? ასეთი დამნაშავეები უნდა დააპატიმრონ. ამ უდანაშაულო ქალის სისხლი პირდაპირი გაგებით წვეთავს მკვლელის დანიდან და ახლა მისი სისხლი იმ დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე, მათ შორის, ყოფილ გუბერნატორსა და „სენატორობის მსურველ“ როი კუპერზე. ჩრდილოეთ კაროლინას და ყველა შტატს სჭირდება კანონი და წესრიგი და მხოლოდ რესპუბლიკელები უზრუნველყოფენ ამას! გარდა ამისა, სად არის მეინსტრიმული მედიის აღშფოთება ამ საშინელი ტრაგედიის გამო? მიეცით ხმა მაიკლ უოტლის შეერთებული შტატების სენატში, ის ამას აღარ დაუშვებს!“ – წერს დონალდ ტრამპი.