დონალდ ტრამპი - სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა
დონალდ ტრამპი - სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა

სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების წინასწარ შეწყალებაზე

„იცით, სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ მან თავისი თავიც არ შეიწყალა“, – თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, 2021 წელს, როდესაც თეთრ სახლს ტოვებდა, ჰქონდა არჩევანი, საკუთარი თავი შეეწყალებინა, მაგრამ უარი თქვა.

„მივიჩნევდი, რომ არაფერი დამიშავებია. ჯო ბაიდენს კი ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავს. ვიღაცამ მას ურჩია, შეეწყალებინა ყველა, საკუთარი თავის გარდა“,- აღნიშნა ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა 20 იანვარს შეწყალების რამდენიმე წინასწარი აქტი გამოსცა, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წუთებში ბაიდენმა გამოსცა წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება.