დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვარტალში მის კუთვნილ ხელფასს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს. ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანმა განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ეს არის 100 000 დოლარის ოდენობის ჩეკი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აიღებს და სამაგიეროდ, ის რამდენიმე კეთილშობილურ ინიციატივაზე გადანაწილდება, მათ შორის „კოვიდის“ ინიციატივებზე“, – განაცხადა პრესმდივანმა.
დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს, როგორც წესი, სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსა და დეპარტამენტს უზიარებს.