დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს
დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვარტალში მის კუთვნილ ხელფასს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს. ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენან​მა განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ეს არის 100 000 დოლარის ოდენობის ჩეკი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აიღებს და სამაგიეროდ, ის რამდენიმე კეთილშობილურ ინიციატივაზე გადანაწილდება, მათ შორის „კოვიდის“ ინიციატივებზე“, – განაცხადა პრესმდივანმა.

დონალდ ტრამპი საკუთარ ხელფასს, როგორც წესი, სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსა და დეპარტამენტს უზიარებს.