დონალდ ტრამპი - საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ხანდახან შეცდომებს დაუშვებს, როდესაც ახალგაზრდა ქალის ტრაგედიის შესახებ მითხრეს, თავი საშინლად ვიგრძენი, ეს საშინელებაა
დონალდ ტრამპი - საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ხანდახან შეცდომებს დაუშვებს, როდესაც ახალგაზრდა ქალის ტრაგედიის შესახებ მითხრეს, თავი საშინლად ვიგრძენი, ეს საშინელებაა

საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ხანდახან შეცდომებს დაუშვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ტრაგედია.

„თქვენ იცით, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ზოგჯერ შეცდომებს დაუშვებს. მე თავი საშინლად ვიგრძენი, როდესაც მითხრეს ახალგაზრდა ქალის ტრაგედიის შესახებ. ეს ტრაგედიაა. საშინელი რამ არის. ყველა ამას იტყოდა, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურიც ამავეს იტყოდა. შევიტყვე, რომ მისი მშობლები, განსაკუთრებით მამა, არ ვიცი, კიდევ არის თუ არა, მაგრამ იყო ტრამპის ერთგული გულშემატკივარი, მას უყვარდა ტრამპი და ეს საშინელებაა. ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კი ამას „მის მიერვე შექმნილი ტრაგედია“ უწოდა.