დონალდ ტრამპი - საჭიროების შემთხვევაში აშშ ბრიტანეთს დაიცავს
დონალდ ტრამპი - საჭიროების შემთხვევაში აშშ ბრიტანეთს დაიცავს

საჭიროების შემთხვევაში ამერიკი შეერთებული შტატები ბრიტანეთს დაიცავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„მხარს ვუჭერ, რასაც ტერეზა მეი ამბობს და აკეთებს, მხარს ვუჭერ სამხედრო კუთხითაც. თუ რამე მოხდება, ჩვენ თქვენს დასახმარებლად მოვალთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ არაფერი მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა ტელეარხ ITV-სთან ინტერვიუში.

ინტერვიუ სრული სახით კვირას გავა ეთერში, ნაწყვეტი კი გადაცემა Good Morning Britain-ის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

2017 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს დედოფალ ელიზაბეთ II-ის მიწვევა გადასცა. ამის შემდეგ ბრიტანეთში ორმა მილიონმა ადამიანმა ტრამპის ვიზიტის გადადების პეტიციას მოაწერა ხელი. პეტიციის შექმნის მიზეზი ტრამპის საიმიგრაციო შეზღუდვები გახდა.

მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანეთში ვიზიტი გადადო. ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა წინა ადმინისტრაციის მიერ ბრიტანეთში აშშ-ის ახალი საელჩოს აშენებაზე, რომლის მშენებლობა 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდა.