დონალდ ტრამპი - რუსეთთან შეხვედრა არ არის ცუდი, მაგრამ მაღალი მოლოდინით არ მივდივარ
დონალდ ტრამპი - რუსეთთან შეხვედრა არ არის ცუდი, მაგრამ მაღალი მოლოდინით არ მივდივარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებს, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი არ აქვს. ეს განცხადება ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩემი აზრით შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგალითად კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კარგი აზრი იყო, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაც. ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან შეხვედრა არ არის ცუდი, მაგრამ არ მივდივარ მაღალი მოლოდინით“, – განაცხადა ტრამპმა.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ, ჰელსინკიში ხვდებიან.