დონალდ ტრამპი -რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები აშშ-ის მრავალწლიანი უგუნურების გამო გაუარესდა
დონალდ ტრამპი -რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები აშშ-ის მრავალწლიანი უგუნურების გამო გაუარესდა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის უგუნურებისა და სისულელის გამო, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ცუდია, როგორც არასდროს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა ამაზე უარესი აშშ-ის მრავალწლიანი უგუნურებისა და სისულელის გამო და ახლა დადგმული კუდიანებზე ნადირობის გამო“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში იმყოფება, სადაც ის დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.