დონალდ ტრამპი - რუსეთი თუ „დიდი შვიდეულში“ იქნებოდა, ვფიქრობ, სავარაუდოდ, არ გვექნებოდა ეს აბსურდული, სასიკვდილო ომი, ის გააძევეს და ამის გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი კვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი კვლავ უნდა იყოს „დიდი შვიდეულის“ წევრი, თუმცა აღნიშნა, რომ „ახლა კარგი დრო არ არის“ მის დასაბრუნებლად.
ტრამპის შეფასებით, რუსეთის „დიდი შვიდეულიდან“ გაძევება „ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო“.
„ეს არის ხალხის ჯგუფი, რომლებიც მაგიდასთან სხედან. მე ბევრჯერ ვყოფილვარ მათთან ერთად და მათ ვიცნობ. ეს თუ იქნებოდა „დიდი რვიანი“, თუ რუსეთი იქ იქნებოდა, ვფიქრობ, სავარაუდოდ, არ გვექნებოდა ეს აბსურდული, სასიკვდილო ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ის გააძევეს „დიდი შვიდეულიდან“ და ამის გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი კვდება. თუ ის სხვა ადამიანებთან ერთად იჯდებოდა მაგიდასთან, შვიდ ადამიანთან ერთად, რომლებიც მას ეტყოდნენ: ნუ გავაკეთებთ ამას, ვფიქრობ, სავარაუდოდ, არ გექნებოდათ ის პრობლემები, რაც გქონდათ“, – აღნიშნა ტრამპმა.