დონალდ ტრამპი - რონ დესანტისმა მე დამიჭირა მხარი და სწორედ ამიტომ ვაფასებ მას, მოუთმენლად ველოდები რონთან და სხვებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ თაღლითი ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი - რონ დესანტისმა მე დამიჭირა მხარი და სწორედ ამიტომ ვაფასებ მას, მოუთმენლად ველოდები რონთან და სხვებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ თაღლითი ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება.

„მინდა, მივულოცო დესანტისს, არაჩვეულებრივ ადამიანს, მან მართლაც კარგი კამპანია აწარმოა. მან მხარი მე დამიჭირა და სწორედ ამიტომ ვაფასებ მას. მოუთმენლად ველოდები რონთან და სხვებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ თაღლითი ჯო ბაიდენი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ბაიდენმა ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ასე რომ, მინდა, მადლობა გადავუხადო რონს“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც რესპუბლიკელების პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.