დონალდ ტრამპი - როგორც კორონავირუსმა აჩვენა, არ არსებობს საზღვრები
დონალდ ტრამპი - როგორც კორონავირუსმა აჩვენა, არ არსებობს საზღვრები

როგორც კორონავირუსმა აჩვენა, არ არსებობს საზღვრები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ვაქცინის ვირტუალურ სამიტზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიომ ერთად უნდა უზრუნველყოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა.

„როგორც კორონავირუსმა აჩვენა, არ არსებობს საზღვრები, ვირუსი არ ასხვავებს. ეს საშინელებაა, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ. შესანიშნავია თქვენთან პარტნიორობა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტი ბრიტანეთის ორგანიზებით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი