ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით, გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტი მიმდინარეობს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ორგანიზებით, გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტი მიმდინარეობს.
სამიტში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და კომპანია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სამიტის მიზანი „გავი“, ვაქცინის ალიანსისთვის“ სულ მცირე 7.4 მილიარდი დოლარის შეგროვებაა, რაც მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ვაქცინაციის დახმარებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს დაახლოებით 300 მილიონი ბავშვის იმუნიზაციას ინფექციური დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, ტიფი და პოლიომელიტი. თანხების ცალკეული ნაწილი კორონავირუსის ვაქცინის წარმატებით განაწილებას მოხმარდება.
როგორც „ბიბისი“ წერს, სამიტი ასევე მიზნად ისახავს, რომ კოორდინაციას გაუწევს ფარმაცევტული კომპანიებისა და მსოფლიო ლიდერების გლობალურ მიდგომას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ იმუნიზაციის მიმართულებით.