დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან.

„ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ჩვენ საკმაოდ ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. როგორც ჩანს, სკრიპალზე თავდასხმის უკან რუსები დგანან და ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ. ასე ვფიქრობ მეც და სხვებიც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

66 წლის სერგეი სკრიპალი, 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს.