დონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, საფრანგეთი რევოლუციებისთვის ძალიან კარგი ადგილია, წავიდეთ საფრანგეთში, ჩავერთოთ რევოლუციაში და იქ დავხარჯოთ ჩვენი 5 000 დოლარი

15:28, 17.10.2026

როგორც ჩანს, საფრანგეთი რევოლუციებისთვის ძალიან კარგი ადგილია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა.

„საფრანგეთი, როგორც ჩანს, რევოლუციებისთვის ძალიან კარგი ადგილია. წარმოუდგენელია. წავიდეთ საფრანგეთში, ჩავერთოთ რევოლუციაში და იქ დავხარჯოთ ჩვენი 5 000 დოლარი“, – აღნიშნა ტრამპმა ჯორჯიაში ამომრჩევლებთან საუბრისას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა  5 000 დოლარის დახარჯვაში იგულისხმა დივიდენდი, რომელსაც ის ამერიკელებს შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.

მსგავსი