დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში, რომელთა დიდი ნაწილი მედიის ყალბი ახალი ამბების დასაფინანსებლად მიდის
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში, რომელთა დიდი ნაწილი მედიის ყალბი ახალი ამბების დასაფინანსებლად მიდის

როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში, რომელთა დიდი ნაწილი მედიის ყალბი ახალი ამბების დასაფინანსებლად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დაფინანსება გამოიყენება „ანაზღაურების“ სახით დემოკრატების შესახებ კარგი ამბების შესაქმნელად.

„მემარცხენე დაბალი ხარისხის გაზეთმა, რომელიც ცნობილია, როგორც „პოლიტიკო“, როგორც ჩანს, მიიღო 8 მილიონი. „ნიუ იორკ თაიმსმა“ მიიღო ფული? კიდევ ვინ მიიღო? ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი სკანდალი, შესაძლოა, ყველაზე დიდი ისტორიაში! დემოკრატებს არ შეუძლიათ ამის დამალვა. ძალიან დიდი, ძალიან ბინძური!“ – წერს დონალდ ტრამპი.