დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელი დაუყოვნებლივ შეარჩიონ
დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელი დაუყოვნებლივ შეარჩიონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებს, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელი დაუყოვნებლივ შეარჩიონ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ ამ მნიშვნელოვან და გავლენიან პოზიციაზე აგვირჩიეს, რათა იმ ხალხისთვის მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც სიამაყით დაგვიჭირეს მხარი. ასეთ გადაწყვეტილებებში უმთავრესად უკვე დიდი ხანია, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა ითვლება. ჩვენ ეს ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შევასრულოთ“, – წერს ტრამპი.

„როიტერის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გინსბურგის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად სენატორ ტედ კრუზს განიხილავს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა.