დონალდ ტრამპი – რეიტინგებში პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა, ვულოცავ ABC-ს, რომ საბოლოოდ იპოვა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა

09:19, 18.09.2025

ვულოცავ ABC-ს, რომ საბოლოოდ იპოვა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საღამოს შოუს წამყვანის, ჯიმი კიმელის გადაცემის ეთერიდან მოხსნას.

ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო „მშვენიერი ამბავი ამერიკისთვის“.

„რეიტინგებში პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ საბოლოოდ იპოვა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა გააკრიტიკა ორი სხვა ღამის შოუს წამყვანებიც – ჯიმი ფელონი და სეთ მაიერსი „ენბისი ნიუსიდან“ და აღნიშნა, რომ „მათი რეიტინგებიც საშინელია“.

ტელეკომპანია ABC-მ საღამოს შოუს წამყვანი, ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.

მსგავსი