დონალდ ტრამპი – რა ხდება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით? დაიწყო!

20:39, 10.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება.

„რა ხდება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით? დაიწყო!“ – წერს ტრამპი

ცნობისთვის, პოლონეთში განაცხადეს, რომ 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს რუსეთის დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერადად დაარღვიეს. პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, უპილოტოების ნაწილი ჩამოაგდეს.

მსგავსი