დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰელენით“ დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ჩავიდა და ოჯახებს ზიანის სწრაფად აღდგენას დაჰპირდა
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოთ კაროლინის შტატში ჩავიდა, რომელიც გასული წლის სექტემბერში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობით დაზარალდა.
დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციასა და საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტო „ფემას“, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ტრამპის შეფასებით, სათანადო რეაგირება არ გასწია.
აშშ-ის პრეზიდენტი დაზარალებულ ოჯახებს მიყენებული ზიანის სწრაფად გამოსწორებას ჰპირდება.
„მე იმედგაცრუებული ვარ ბაიდენის ადმინისტრაციით, ჩრდილოეთ კაროლინელ ხალხს ცუდად მოექცნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ქარიშხალ „ჰელენმა“ ჩრდილოეთ კაროლინაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და შტატს 60 მილიარდი დოლარის ოდენობით ზარალი მიაყენა.