დონალდ ტრამპი - პუტინი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან
დონალდ ტრამპი - პუტინი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დაკავშირებული პუტინი მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან, ტრამპმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ, ეს ასეა. ამასთან ერთად აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ის პუტინთან საუბრის დროს მაქსიმალურად ხისტი იყო.

ტრამპმა ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა, თუმცა, მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ჩინეთის ქმედებები იყო.