დონალდ ტრამპი - პუტინი მეტოქეა და არა მტერი
დონალდ ტრამპი - პუტინი მეტოქეა და არა მტერი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მისი მეტოქეა და არა მეგობარი ან მტერი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის მეტოქეა. ვიღაცამ იკითხა, არის ის მტერი? ის არ არის ჩემი მტერი. არის ის მეგობარი? არა, მე მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ“,-განაცხადა მან.

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრისას სირიის, უკრაინისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხს განიხილავს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მოახდინა.

„დავუშვებდი თუ არა მე ამას? არა, მე არ დავუშვებდი, რომ ეს მომხდარიყო. თუმცა მან დაუშვა ეს“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა.