დონალდ ტრამპი - პუტინი კარგი კონკურენტია
დონალდ ტრამპი - პუტინი კარგი კონკურენტია

ჰელსინკიში, პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუსმა ჟურნალისტმა შეკითხვა პუტინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვა. გასულ კვირას ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მისი მეტოქეა.

„მე მას კონკურენტი ვუწოდე , სხვათა შორის, კარგი კონკურენტი. ვფიქრობ, რომ სიტყვა კონკურენტი კომპლიმენტია“,- უპასუხა ტრამპმა რუს ჟურნალისტს.

ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.