დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი რომ არ ვიყო, პუტინი უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი რომ არ ვიყო, პუტინი უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნავს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში, შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ.

„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და, შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა, მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.

„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.