დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი რომ ობამა ყოფილიყო, კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, საერთოდ არ გქონოდათ
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი რომ ობამა ყოფილიყო, კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, საერთოდ არ გქონოდათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენო არჩევნებამდე იყოს მზად. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„პრეზიდენტ ტრამპს ვაქცინა რეკორდულ დროში ექნება. სხვათა შორის, ახლა რომ ობამას ადმინისტრაცია ყოფილიყო, ვაქცინა სამი წელი, ან საერთოდ არასდროს გექნებოდათ“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ნოემბერში დაარეგისტრიროს, თუმცა ზუსტი თარიღი არავისთვისაა ცნობილი.