დონალდ ტრამპი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანასწორ მონაწილედ - ხალხი იღუპება, ეს ცუდი ომია და ვფიქრობ, მათ მოუწევთ მშვიდობის დამყარება
დონალდ ტრამპი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანასწორ მონაწილედ - ხალხი იღუპება, ეს ცუდი ომია და ვფიქრობ, მათ მოუწევთ მშვიდობის დამყარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანასწორ მონაწილედ.

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ხედავს თუ არა თანასწორ წევრად უკრაინას სამშვიდობო პროცესში, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, მათ უნდა დაამყარონ მშვიდობა. ხალხი იღუპება. ეს ცუდი ომია და ვფიქრობ, მათ მოუწევთ მშვიდობის დამყარება. სწორედ ამას ვფიქრობ“.