დონალდ ტრამპი - პირბადის ტარების დროს მარტოხელა რეინჯერს ვგავდი
დონალდ ტრამპი - პირბადის ტარების დროს მარტოხელა რეინჯერს ვგავდი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირბადის ტარების დროს ის ვესტერნის პერსონაჟს ჰგავს.

„მე მეკეთა პირბადე. მომწონდა კიდეც, როგორც გამოვიყურებოდი. ეს მუქი, შავი ფერის ნიღაბი იყო და ვფიქრობ, კარგად გამოიყურებოდა. მარტოხელა რეინჯერს ვგავდი“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსის პანდემიის დროს ნიღბის გამოუყენებლობის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ტრამპი კი განმარტავს, რომ მასთან შეხვედრამდე ყველა პირი ტესტირებას გადის, რის გამოც ნიღბის ტარების აუცილებლობა არ დგას.