დონალდ ტრამპი – პარიზში დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენ გვინდა ტრამპი“
US President Donald Trump makes his way to board Marine One from the South Lawn of the White House in Washington, DC on November 2, 2018. - Trump will be attending rallies in West Virginia and Indiana. (Photo by MANDEL NGAN / AFP) (Photo credit should read MANDEL NGAN/AFP/Getty Images)
„პარიზში დემონსტრანტები სკანდირებენ: ჩვენ გვინდა ტრამპი!“ – ასე გამოეხმაურა პარიზში მიმდინარე მოვლენებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ საფრანგეთში ხალხს არ სურს განვითარებდი ქვეყნებისთვის სოლიდური თანხების გადახდა.
„პარიზის კლიმატური შეთანხმება პარიზში არ მუშაობს. მთელ საფრანგეთში საპროტესტო აქციებია. ხალხს არ სურს სოლიდური თანხის გადახდა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომ დაიცვას გარემო. ისინი სკანდირებენ „ჩვენ გვინდა ტრამპი. მიყვარს საფრანგეთი!“ – წერს აშშ-ის ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.