დონალდ ტრამპი – ორი დღე საჯაროდ არ გამოვსულვარ და თქვეს, რომ რაღაც პრობლემა უნდა მქონდეს, ბაიდენს თვეების განმავლობაში არ ჩაუტარებია პრესკონფერენცია და არავის უთქვამს, რომ მას რაიმე პრობლემა ჰქონდა

23:50, 02.09.2025

ორი დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოვსულვარ და თქვეს, რომ რაღაც პრობლემა უნდა მქონდეს. ჯო ბაიდენს თვეების განმავლობაში არ ჩაუტარებია პრესკონფერენცია და არავის უთქვამს, რომ მას რაიმე პრობლემა ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა მისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბი ამბები“ უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნახა თუ არა, რომ მედიაში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია არ უნახავს.

„მართლა? ეს არ მინახავს. ეს ერთგვარი სიგიჟეა. შაბათ-კვირას უამრავი პრესკონფერენცია ჩავატარე, ყველა წარმატებული. შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოვსულვარ და თქვეს, რომ რაღაც პრობლემა უნდა მქონდეს. ჯო ბაიდენს თვეების განმავლობაში არ ჩაუტარებია პრესკონფერენცია. თქვენ მას ვერ ხედავდით და არავის უთქვამს, რომ მას ოდესმე რაიმე პრობლემა ჰქონდა. შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი. ეს საკმაოდ სერიოზულია. მიხარია, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ყალბი ამბავია, იცით, უბრალოდ ყალბი ამბავი, სწორედ ამიტომ არ აქვს მედიას სანდოობა“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი