დონალდ ტრამპი - ნური ალ-მალიქის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში აშშ ერაყს არ დაეხმარება
დონალდ ტრამპი - ნური ალ-მალიქის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში აშშ ერაყს არ დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნური ალ-მალიქი თუ ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კვლავ დაიკავებს, აშშ ერაყს არ დაეხმარება.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მალიქის ხელისუფლებაში ყოფნისას ერაყი სრულ სიღარიბესა და ქაოსში ჩაეფლო.

„მესმის, რომ ერაყის დიდებულმა ქვეყანამ, შესაძლოა, ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს ნური ალ-მალიქის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნით. ბოლო დროს, როდესაც მალიქი ხელისუფლებაში იყო, ქვეყანა სიღარიბესა და სრულ ქაოსში ჩაეფლო. ეს აღარ უნდა განმეორდეს. მისი გიჟური პოლიტიკისა და იდეოლოგიების გამო, არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაეხმარება ერაყს. თუ ჩვენ იქ არ ვიქნებით დასახმარებლად, ერაყს წარმატების, კეთილდღეობისა და თავისუფლების ნულოვანი შანსი აქვს. კვლავ გავხადოთ ერაყი დიდებული“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ნური ალ-მალიქი ერაყის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2006-2014 წლებში იკავებდა, ამასთან ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ორი ვადით იყო 2014-2015 და 2016-2018 წლებში.