დონალდ ტრამპი – ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში დაპირების შესრულება ადვილი იქნება, თითოეული ამომრჩეველი 5 000 დოლარს მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაპირების შესრულება, რომელიც ნოემბერში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ამომრჩევლისთვის 5 000 დოლარის გადახდას გულისხმობს, მისთვის მარტივი იქნება.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია მისი დაპირების შესრულება და ფედერალური ბიუჯეტი ამისთვის საკმარისი იქნება.
„რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ეს ადვილია. 5 000 დოლარი ქვეყნის ყველა ზრდასრულ ადამიანს – ჩვენ ამას ადვილად გავუმკლავდებით, რადგან ჩვენ ამ ოდენობის ფულს ვიღებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს გადაუხდის. ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თანხა აშშ-ში უნდა დაიხარჯოს. „ბლუმბერგის“ შეფასებით, ასეთი გადახდები აშშ-ის ბიუჯეტს 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება.