დონალდ ტრამპი – „ნიუ იორკ თაიმსს“, „უოლ სთრით ჯორნალს“ და სხვა მედიასაშუალებებს სურთ, რომ ომი წავაგოთ, ეს ადამიანები მართლაც ავადმყოფური და დამახინჯებული აზროვნების არიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს „ნიუ იორკ თაიმსს“, „უოლ სთრით ჯორნალს“ და სხვა მედიასაშუალებებს.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ, ყალბი ამბების მედიის მიერ განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური გავრცელდა იმ ხუთ საწვავის შემავსებელ თვითმფრინავზე, რომლებიც თითქოს საუდის არაბეთში მდებარე აეროპორტზე დარტყმის შედეგად განადგურდა და აღარ ვარგოდა გამოსაყენებლად. სინამდვილეში, ბაზაზე რამდენიმე დღის წინ მართლაც განხორციელდა დარტყმა, თუმცა თვითმფრინავებზე არც დარტყმა განხორციელებულა და არც განადგურებულა. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია და უკვე კვლავ ექსპლუატაციაშია დაბრუნებული. ერთს შედარებით მეტი დაზიანება ჰქონდა, თუმცა ისიც მალე დაუბრუნდება ფრენას. არცერთი მათგანი არ განადგურებულა და არც კი ყოფილა მსგავსი შემთხვევა, თუმცა, ამის მიუხედავად, ყალბმა მედიამ სწორედ ასე წარმოაჩინა სათაურებში. „ნიუ იორკ თაიმსს“, განსაკუთრებით „უოლ სთრით ჯორნალს“, ისევე როგორც სხვა დაბალი დონის „გაზეთებსა“ და მედიას, სინამდვილეში სურთ, რომ ეს ომი წავაგოთ. მათი საშინელი გაშუქება რეალური ფაქტების პირდაპირ საწინააღმდეგოა. ეს ადამიანები მართლაც არიან ავადმყოფური და დამახინჯებული აზროვნების, საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რა ზიანს აყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – წერს დონალდ ტრამპი.