„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ირანთან შეთანხმების პროცესში წვლილისთვის შეაქო, თუმცა ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა
ნეთანიაჰუ ძალიან მადლიერი უნდა იყოს, ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც მედია წერს, ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმების მიღწევის პროცესში შეტანილი წვლილისთვის შეაქო, თუმცა ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა.
„ის ძალიან რთული ადამიანია. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენი ძალიან მადლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს გავაკეთეთ. ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სულ უფრო მეტად უკმაყოფილო იყო ნეთანიაჰუს მოქმედებებით.