დონალდ ტრამპი - ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება, ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება
დონალდ ტრამპი - ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება, ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბრიქსის“ მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებით ათპროცეტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ქვეყნებისთვის აშშ-თან სატარიფო შეთანხმების ბოლო ვადად 9 ივლისი იყო დანიშნული, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები ახლა აცხადებენ, რომ ის პირვლეი აგვისტოდან ამოქმედდება.

ტრამპის მუქარა „ბრიქსის“ ქვეყნებთან მომუშავე ქვეყნების მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციის წევრებმა გააკრიტიკეს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმების ინიციატივა წარადგინეს.