დონალდ ტრამპი – ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არც დავსწრებოდი

17:42, 07.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-თი იმედგაცრუებულია.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატო-თი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არც დავსწრებოდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამიტის თურქეთში გამართვა დიდი მოვლენაა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ს არავის დახმარება არ სჭირდება.

„ჩვენ კარგად არ მოგვექცნენ იმის გამო, რაც ირანში გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება, მე მათი დახმარება არც კი მინდოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ნატო-ში „ტრილიონობით დოლარის“ ინვესტიცია ჩადო სხვა ქვეყნების, ასევე კანადის დასაცავად.

„მე ვამბობ, რომ ეს კარგია, იფიქრებდი, რომ ისინი დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ რამეს ჩვენს დასახმარებლად, მათ კი ეს რეალურად არ გააკეთეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გაიხსენა კირ სტარმერის ქმედებები, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 22 ივნისს გადადგა.

„კირ სტარმერი უკვე აღარ არის თანამდებობაზე, ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა.  მან თქვა: „არა, ჩვენ ომის დასრულების შემდეგ დაგეხმარებით“. მე ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა არანაირი დახმარება. გარკვეულწილად, მე ხალხს ვცდიდი, რათა დამენახა, იქნებოდნენ თუ არა ისინი ჩვენ გვერდით“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი