დონალდ ტრამპი - ნატო მხოლოდ ჩემი წყალობით გაძლიერდა, ალიანსის ქვეყნებს ვაიძულებდი, გადაეხადათ, ნატო-მ უნდა გადაიხადოს გადასახადები, თუ არ გადაიხდის, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაცვას
დონალდ ტრამპი - ნატო მხოლოდ ჩემი წყალობით გაძლიერდა, ალიანსის ქვეყნებს ვაიძულებდი, გადაეხადათ, ნატო-მ უნდა გადაიხადოს გადასახადები, თუ არ გადაიხდის, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაცვას

ნატო-მ უნდა გადაიხადოს გადასახადები, თუ არ გადაიხდის გადასახადებს, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაცვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნატო მხოლოდ ჩემი წყალობით გაძლიერდა, ნატო-ს ქვეყნებს ვაიძულებდი, გადაეხადათ. თითქმის ყველა მათგანი მოვალე იყო. აშშ იხდიდა ყველა მათგანისთვის. მე ვთქვი, ნატო-მ უნდა გადაიხადოს თავისი გადასახადები და თუ ის არ გადაიხდის გადასახადებს, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაცვას. ფული იხარჯებოდა. სხვა პრეზიდენტების დროს ნატო გაკოტრებული იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, რადგან ბაიდენს პატივს არ სცემს.