დონალდ ტრამპი - ნატო არ იყო აშშ-ის გვერდით, როცა გვჭირდებოდა და არ იქნება, თუ ისევ დაგვჭირდება
ნატო არ იყო ჩვენს გვერდით, როცა გვჭირდებოდა და ისინი იქ არ იქნებიან, თუ ისევ დაგვჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივნთან, მარკ რუტესთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი“, – დაწერა ტრამპმა.
მანამდე მარკ რუტემ „სიენენს“ განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრა „გულწრფელი“ იყო და მიიჩნევს, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხოა აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმების შემდეგ.