დონალდ ტრამპი - ნატაშა ბერტრანი „სიენენიდან“ უნდა გაათავისუფლონ, სამი დღე ვუყურებდი, როგორ ავრცელებდა ყალბ ამბებს, დაუყოვნებლივ საყვედური უნდა გამოუცხადონ, შემდეგ „ძაღლივით“ გააგდონ
დონალდ ტრამპი - ნატაშა ბერტრანი „სიენენიდან“ უნდა გაათავისუფლონ, სამი დღე ვუყურებდი, როგორ ავრცელებდა ყალბ ამბებს, დაუყოვნებლივ საყვედური უნდა გამოუცხადონ, შემდეგ „ძაღლივით“ გააგდონ

ნატაშა ბერტრანი „სიენენიდან“ უნდა გაათავისუფლონ! სამი დღის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ ავრცელებდა ყალბ ამბებს. დაუყოვნებლივ საყვედური უნდა გამოუცხადონ, შემდეგ „ძაღლივით“ გააგდონ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეხიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წეტს,

„მან ბირთვული ობიექტების შესახებ მოიტყუა. ცდილობდა, ჩვენი პატრიოტი პილოტების განადგურებას მათი ცუდად წარმოჩენით, მაშინ როდესაც სინამდვილეში მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს! მას არ უნდა მიეცეს მუშაობის უფლება ყალბი ამბების „სიენენში“. სწორედ მისნაირი ხალხი ანადგურებს ოდესღაც დიდებული ტელეარხის რეპუტაციას. მისი მიკერძოება აშკარად ნეგატიური იყო. გარდა ამისა, მას არ აქვს ის, რაც საჭიროა კამერის წინ მუშაობისთვის, ახლოსაც კი არ არის ამასთან. გაათავისუფლეთ ნატაშა!“ – წერს დონალდ ტრამპი.