დონალდ ტრამპი - მსურს, აშშ-ში მიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ
დონალდ ტრამპი - მსურს, აშშ-ში მიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ჩადიან მიგრანტები.

„მსურს, რომ აშშ-ში მიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მანამდე ამერიკული მედია წერდა, რომ ტრამპმა ჰაიტისა და აფრიკულ ქვეყნებს „ჭუჭყიანი ქვეყნები“ უწოდა და თქვა, რომ მიგრანტები აშშ-ს ნორვეგიის მსგავსი ქვეყნებიდან სჭირდება და არა აფრიკული სახელმწიფოებიდან.

მე რასისტი არ ვარ, – ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა სიტყვებმა საერთაშორისო საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.