დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები თეთრ სახლში თებერვალში კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრას
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები თეთრ სახლში თებერვალში კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თებერვლის პირველ კვირას თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს შეხვდება.

„მე მოუთმენლად ველოდები კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან თეთრ სახლში თებერვლის პირველ კვირაში შეხვედრას“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის როგორც კოლუმბიისთვის, ასევე აშშ-ისთვის.

„კოკაინის და სხვა ნარკოტიკების შეტანა შეერთებულ შტატებში უნდა შეჩერდეს“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.