დონალდ ტრამპი - მოსამართლე ბრიუს რეინჰართს ჩემს სახლში შეჭრის ნება არ უნდა დაერთო
დონალდ ტრამპი - მოსამართლე ბრიუს რეინჰართს ჩემს სახლში შეჭრის ნება არ უნდა დაერთო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი – აფიდევიტი რედაქტირებულია.

„აფიდევიტი ძალიან არის რედაქტირებული. არაფერია ნახსენები „ბირთვულ“ საქმეზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულ ჩახშობაზე გამოძიების ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, ან ჩვენს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობაზე დოკუმენტების ბრუნვასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ბევრი მივეცით“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტრამპის თქმით, მოსამართლე ბრიუს რეინჰართს არ უნდა დაერთო ნება, რომ მის სახლში შეჭრილიყვნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა.