აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა დოკუმენტი – აფიდევიტი, რომლის საფუძველზეც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.

მედიის ცნობით, 38-გვერდიან დოკუმენტში გარკვეული ინფორმაცია დაფარულია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მოწმეთა დაცვის თვალსაზრისით. აქვე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ თეთრი სახლიდან გაიტანა დოკუმენტაცია, რომელიც მოგვიანებით, მაისში ეროვნულ არქივს გადაეცა.

ამავე ინფორმაციით, დოკუმენტებით სავსე 15 ყუთიდან 14 შეიცავდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.

აფიდევიტის მონაცემებით, 67 დოკუმენტი მონიშნული იყო გრიფით „კონფიდენციალური“, 92 დოკუმენტი, როგორც „საიდუმლო“ და 25 – „სრულიად საიდუმლო“.