დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებთან შეხვედრა თეთრ სახლში 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.
უზბეკ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი მომავალ კვირას ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს და ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
გასულ თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ Uzbekistan Airways-მა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა აშშ-ში დაფუძნებულ Boeing-თან 22 ერთეული 787 Dreamliner-ის თვითმფრინავის შესაძენად.