დონალდ ტრამპი - მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება დიდი გარიგებაა, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს
დონალდ ტრამპი - მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება დიდი გარიგებაა, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს

მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება დიდი გარიგებაა, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში აპირებს ჩასვლას მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.

„ზელენსკი პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემა არ არის, თუ მას სურს. მას სურს, რომ ამ შეთანხმებას ჩემთან ერთად მოაწეროს ხელი. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა. გამოკითხვებს თუ შეხედავთ, ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს. ეს ძალიან დიდი გარიგებაა. შეიძლება იყოს ტრილიონი დოლარის გარიგება. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთზე, ვიბრძვით ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.