დონალდ ტრამპი – მინერალების შესახებ გარიგების სანაცვლოდ უკრაინა ბრძოლის უფლებას მიიღებს

11:53, 26.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მინერალების შესახებ გარიგების სანაცვლოდ უკრაინა „ბრძოლის უფლებას“ მიიღებს.

„შეერთებული შტატების, მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ეს ომი დასრულდებოდა ძალიან მოკლე დროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცდილობს უკრაინის მინერალურ რესურსებზე წვდომის მიღებას იმ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რომელიც აშშ-მა უკრაინას გაუწია.

„ამ ფულის უკან დაბრუნება გვინდა. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში. და ახლა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები თავიანთ ფულს უკან მიიღებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი