დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ნატო-ს სამიტმა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ნატო-ს სამიტმა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ნატო-ს სამიტმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეხვედრა მქონდა ნატო-სთან, როდესაც შევაგროვეთ დიდი ოდენობით ფული,  მე მქონდა კიდევ უფრო უკეთესი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სამწუხაროა, რომ ეს ამგვარად არ გაშუქდა – ყალბი ახალი ამბები გადაირია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის გამო ნატო-ს ლიდერები თავდაცვაზე ასობით მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდიან. მისივე თქმით, ამგვარად ნატო კვლავ ძლიერი გახდა, რაც რუსეთისთვის ცუდია.

„მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ნატო-სან. მათ 33 მილიარდი დოლარით მეტი გადაიხადეს და მომავალში კიდევ ასობით მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდიან მხოლოდ ჩემს გამო. ნატო იყო სუსტი, თუმცა ახლა ის კვლავ ძლიერია (ეს რუსეთისთვის ცუდია). მედია კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მე ლიდერებთან უხეში ვიყავი და ფულს საერთოდ არ ახსენებს!“ – წერს ტრამპი.