დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ბრექსიტთან მიმართებაში ზედმეტად მკაცრია
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ბრექსიტთან მიმართებაში ზედმეტად მკაცრია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბრექსიტთან მიმართებაში, ევროკავშირის მიდგომა ზედმეტად მკაცრია. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ (twitter) საშუალებით გაავრცელა.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ასეთი მკაცრია ბრიტანეთისა და ბრექსიტის მისამართით. ასევე, ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან უხეში სავაჭრო პარტნიორია, რაც აუცილებლად შეიცვლება“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

გუშინ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად ვადას 31 ოქტომბრამდე მისცემენ.

ბრექსიტის გადავადების პირობების მიხედვით, ლონდონს ექნება უფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს დატოვოს ევროკავშირი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თემთა პალატა თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს.